|
გიორგი კვირიკაშვილი: - ჩვენ შევქმნით 200 ათას სამუშაო ადგილს; - დავასაქმებთ პენსიონერებს; - თითოეული შეძლებს დააგროვოს მაღალი პენსია. |
|
დავით ბაქრაძე: - ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 10%-მდე; - პენსია გახდება 230 ლარი; - გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. |
|
პაატა ბურჭულაძე: - მარიხუანა აფთიაქებში გაიყიდება; - გაიზრდება სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა; - პენსია 250 ლარამდე გაიზრდება. |
|
ირმა ინაშვილი: - გავაუქმებთ პასპორტებს ჩიპებით, რადგან ეს ეშმაკეულია; - ავკრძალავთ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვას; - შევქმნით კოოპერატივებს გლეხებისთვის. |
|
დავიდ უსუფაშვილი: -შევქმნით უმუშევართა ბაზას და ყველას დავასაქმებთ; - თითოეული რეგიონი თავად გადაწყვეტს, როგორ იცხოვროს; - შევამცირებთ სახელმწიფო აპარატს და სამინისტროების რაოდენობა მხოლოდ 12 იქნება. |
|
ნინო ბურჯანაძე: - სკოლამდელი განათლება იქნება სავალდებულო ყველა ბავშვისთვის; - მინიმალური პენსია იქნება 250 ლარი; - ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ქალებს პირველი სამი წლის განმავლობაში ხელფასს გადავუხდით. |
|
ირაკლი ალასანია: - პენსიას მინიმუმ 250 ლარამდე გავზრდით; - ავაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს; - გავამკაცრებთ სამშენებლო სტანდარტებს და ვიზრუნებთ ბუნებაზე. |
|
შალვა ნათელაშვილი: - ჩვენ გავაუქმებთ ონლაინ კრედიტების სისტემას; - დავხურავთ ყველა კაზინოს; - დავაბრუნებთ „დაკარგულ" ანაბრებს. |